USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისში დიდი ინდოელი სახელმწიფო მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა
თარიღი:  1075

თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა.

 ძეგლი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ გახსნეს.

 ძეგლის გახსნა განდის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. ქანდაკება, რომლის ავტორიც ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალია, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა.

 როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღეს ქართველი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ძეგლის გახსნა ინდოეთიდან სამშობლოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადმოსვენების დღეს მოხდა.

  „ძეგლის გახსნით ვადასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას მაჰათმა განდისა და მისი მოღვაწეობის მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ნიშანდობლივია, რომ ძეგლის გახსნას წინ უძღოდა ინდოეთიდან სამშობლოში ჩვენი დიდი წმინდანის, ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ ისტორიულ საქმეში მონაწილე ყველა მხარეს და განსაკუთრებით ინდოეთის მთავრობას წმინდა ნაწილის საქართველოსთვის სამუდამოდ გადმოცემისთვის,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის