თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ე.წ. შრომითი რეზერვების სპორტდარბაზში ხანძარია.
როგორც “თბილისი პოსტს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის პირველი სართულზე გაჩნდა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.