USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისში, ჩუღურეთში მდებარე „არტოს ბაღს“ გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი დაერქმევა
дата:  1782

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში ე.წ. „არტოს ბაღისთვის“ გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა.

2020 წლის, 2 ოქტომბერს კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. გია ყანჩელი ჩუღურეთის რაიონში, „არტოს ბაღის“ მიმდებარედ ცხოვრობდა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ამ უბანს და ტერიტორიას უკავშირდება.

ღონისძიება, სიმბოლურად აღმაშენებლის გამზირზე „არტოს ბაღში“ ჩატარდა. განხილვაში მონაწილეობა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, გია ყანჩელის მეგობრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოსთვის დიდი პატივია ამ ინიციატივის წარდგენა და ფართო საზოგადოებასთან ერთად განხილვა.

„ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება ერთსულოვანია გია ყანჩელის ფენომენთან და მის შემოქმედებასთან დაკავშირებით. სიმბოლურია, რომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა „არტოს ბაღს“ ეწოდოს დიდი მაესტროს სახელი. ეს ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ შემოქმედებას. ამასთან, ეს ადგილი არის უბანში, სადაც გია ყანჩელი დაიბადა და გაიზარდა. მას არტოს ბაღთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ინიციატივის წარდგენა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კომისიამ გეოგრაფიული ობიექტისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭების ინიციატივა ერთი წლის წინ გააჟღერა.

„სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში არტოს ბაღს ვანიჭებთ გია ყანჩელის სახელს. დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერეთ ეს ინიციატივა. მას შემდეგ გავიარეთ სახელდებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები. დღევანდელ განხილვაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, გია ყანჩელის მეგობრებთან, საკრებულოს წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვთქვით მოსაზრებები. საზოგადოება ერთსულოვანია და დადებითად აფასებს ინიციატივას, რომ არტოს ბაღის გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საჯარო განხილვაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და გია ყანჩელის შემოქმედებაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა. განხილვის შედეგად შეთანხმდნენ, რომ შენარჩუნდება „არტოს ბაღის“ ძველი სახელწოდებაც და მას გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი ეწოდება.

საჯარო განხილვის შემდეგ, საკითხზე გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულო პირველი ოქტომბრის სხდომაზე მიიღებს.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати