USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისში „ჭკვიანი“ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაინერგება
თარიღი:  1115

თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის და საავტობუსო პარკის განახლების პარალელურად, მუდმივად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით, მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად, თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები. ამ მიმართულებით, გერმანიის მთავრობის დახმარებით, კომპანია „გოპამ“ უკვე ჩაატარა (ტექნიკურ-ეკონომიკური) მიზანშეწონილობის კვლევა და გამოცხადდა ტენდერი შესაბამისი ტექნიკის/აღჭურვილობის შესასყიდად. გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჭკვიანი შუქნიშნების სისტემა საცობების ნაწილობრივ განტვირთვის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, მხოლოდ შუქნიშნები საცობებს მთლიანად ვერ განტვირთავს, მაგრამ მთლიანობაში, შუქნიშნები და სატრანსპორტო მიმართულებით მიმდინარე რეფორმები მოგვცემს შედეგს“, - განაცხადა კალაძემ.

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის