USD 2.7234
EUR 3.1695
RUB 3.5031
თბილისი
თბილისში, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება
თარიღი:  951

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში 2-3 მაისს, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი  „ZERO COMPROMISE“  იმართება.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამას  ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. 
ყოველწლიური ფესტივალი „ZERO COMPROMISE“  2018 წლიდან ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ინიციატივით იმართება. მიმდინარე წელს, ფესტივალში მონაწილეობს ასოციაციის წევრი 84 ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნის 30 მარანი საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, ტაივანიდან, მექსიკიდან, თურქეთიდან და სლოვენიიდან. 
ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული  დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ მწარმოებლებს აერთიანებს, ვინც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებს. 
ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და დარგის სხვა პროფესიონალები არაერთი ქვეყნიდან, რაც საქართველოს მარნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს. მიმდინარე წელსაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფესტივალს სტუმრობენ ამერიკელი ღვინის პროფესიონალები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ექსპერტები.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის