USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისში ბინის ქირის ფასი შემცირდა - TBC Capital
Date:  1543

TBC Capital-მა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ივლისის თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა - ანგარიშის თანახმად, დედაქალაქში ბინის ქირის ფასმა შემცირება განაგრძო და კვადრატულ მეტრზე თვეში 11.5 დოლარი შეადგინა, რაც ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 0.8%-ით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 9.1%-ით ნაკლებია.

"2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,435 შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს და 18%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე. გასული ორი თვის განმავლობაში ტრანზაქციების რაოდენობის მიყოლებით კლების შემდეგ, ივლისის თვეში გაყიდული ბინების რაოდენობამ 2024 წლის მიმდინარე პერიოდში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სავარაუდოდ, ეს ზრდა წინა თვეებში გადავადებული მოთხოვნითაა განპირობებული.

ივლისში გასაყიდი ფასი $1,207-ს გაუტოლდა, რაც წლიურად 3.3%-იან, ხოლო თვიურად 2.5%-იან ზრდას წამოადგენს. ბაზრის მოცულობამ ივლისის თვეში $268 მილიონი შეადგინა და წლიურ ჭრილში 5%-ით გაიზარდა.

გასაქირავებელმა ფასმა ივლისშიც განაგრძო კლება და $11.5-ს გაუტოლდა, რაც გასული თვის მაჩვენებელს 0.8%-ით ჩამორჩება, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით - 9.1%-ით.

ამავე პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებმა 10.1% შეადგინა, რაც გასული წლის ივლისთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

2024 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 787 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობის მშენებლობაზე, რაც 2%-ით ჩამოუვარდება წინა წლის ამავე პერიოდს,"- ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way