USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
Tbilisi
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა
Date:  359

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა.

„გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე „ფორმულასთან“.

როგორც  შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, სსკ-ის 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way