USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისში 3000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა
თარიღი:  939

სოფელ დიღომში ერთ-ერთი კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო გაზმომარაგება 3000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა - განცხადებას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

გაზსადენის დაზიანების გამო ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება დიდ დიღომში – სოფელ დიღომის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების ნაწილს, კერძოდ: დანიბეგაშვილის, ტარიელის, უსენის, რამაზის, დავარის, არქანჯელო ლამბერტის, ფატმანის, ავთანდილის, უსენის, თინათინის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯანის, იაკობ რაინეგსის, მაქს ტალკეს, ბერტა ფონ ზუტნერის, იან ჰომერის, კრისტიან სტივენის, ხატაეთის, ასმათის, ფრედერიკ მონპერის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ჰუბერტის, კასტელისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 001-ში - ამხანაგობა ,,გეოთური”-ს, ნაკვ. 034/140, სოფ. დიღმის მიმდ. ნაკვ. 225-ში , სოფ. დიღომი, ნაკვ. 035/753 , სოფ. დიღომი ნაკვ. 458-ში , სოფ. დიღომი ნაკვ. 038/938 – შპს ,,ქართულ-უკრაინული ჯგუფი”-ს , სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/341 და ნაკვ. 038/340 , სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/465, სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 22 – შპს ,,მარდიელი ჯგუფი”-ს , სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 34-ში შპს ,,დიღომი დეველოპმენტი”-ს , სოფ. დიღომი - სტრაბონის ქ. 16 , ნაკვ. 465, სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672 – შპს ,,ჯეოტერა -1” , სოფ. დიღომი, ნაკვ. 037/543 , დიდ დიღომი, ნაკვ. 345, დიდი დიღომი - მირიან მეფის ქ. 10კ, ნაკვ. 345, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 27, 28, 64 , ვაფხისტყაოსნის ქ. 88-ში - შპს ,,საქართველოს ბიზნეს ჯგუფი”-ს, დიდი დიღომი – დავარის ქ. 1, დავარის ქ. 20, 27, 36, 46, სოფ. დიღომი – ხატაეთის ქ. 39, 41, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 54 -შპს ,,დიღომი ჰაუსი”-ს , დიდი დიღომი - მირიან მეფის ქ. 8კ, 50, 80, 80ა , მირიან მეფის ქ. 96ა , 100, 106ა, სოფ. დიღომი, ნაკვ. 036/665 (იგივე ვეფხისტყაოსნის ქ. 40) – ამხანაგობა ,,დიდი დიღომი 32” , სოფ. დიღომი – არქანჯელო ლამბერტის ქ. 33 , სოფ. დიღომი – დავარის ქ. 29 - შპს ,,სოლიდ ბილდინგი”-ს , სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 26 , სტრაბონის ქ. 32-ში მდებარე შპს ,,სანთომი”-ს , სოფ. დიღომი – ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74 (იგივე უსენის ქ. 74) , სოფ. დიღომი – ფატმანის ქ. 83, სოფ. დიღომი, ნაკვ. 035/753-ში შპს ,,ახალი თბილისი”-ს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს ,,დიდებული 2018”, შპს ,,შვიდი”, შპს ,,სანნი”, შპს ,,იმედის კლინიკა”, შპს ,,გალტამი”, შპს ,,გუდფუდი”, შპს ,,გ. თ. სერვისი”, შპს ,,ლატეკი”, შპს ,,Aძ-GEOღGIA”-ს - ,,აზატო”, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარედ – შპს ,,L.N.D. Gროუპ” ,ფ/პ ნონა ჟამუტაშვილი და სხვა.

ადგილზე ქსელის ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე აღდგება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის