USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
თბილისში, 2 ავტობუსის შეჯახების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა
дата:  581

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, მუნიციპალური 2 ტრანსპორტი ერთმანეთს დაეჯახა. ავტობუსის ზოლში მოძრავი ავტომანქანა წინ მოძრავ ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოპერატიულად გადაიყვანა, მათ შორის იყო 2 ახალგაზრდა და ერთი ხანდაზმული მგზავრი. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, პაციენტები სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати