USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისში მწვანე ნარგავების წამლობა გრძელდება
Date:  1037

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში პერმანენტულად ახორციელებს.

 სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, სხვადასხვა სახეობის 13 558 ხე და 2 235 ბუჩქი შეიწამლა. აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს.

მწვანე ნარგავის წამლობა შემდეგ მისამართებზე განხორციელდა

კახეთის გზატკეცილი;
შეშელიძის ქუჩა;
ფარნავაზ მეფის გამზირი;
ოქროყანა, ზონა ბ, ალ. ყაზბეგის ქუჩა N18;
მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩის გადაკვეთა;
ზღვის უბნის დასახლება, კვ. 10ბ, კორპ 1-ის მიმდებარე ტერიტორია;
ანჯაფარიძის ქუჩა;
მინდელის ქუჩა;
პოლიტკოვსკაიას ქუჩა N55-ის მიმდებარე;
ქავთარაძის ქუჩა;
გიული ჭოხონელიძის ქუჩა;
გობრონიძის ქუჩა, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ;
სარაჯიშვილის მეტროდან თემქის ასასვლელი გზის მიმდებარედ;
საირმის ქუჩა;
იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა;
ლადო ასათიანის ქუჩა;
პეტრიაშვილის ქუჩა;
აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ;
აეროპორტის ტრასის მიმდებარედ;
სოფელი დიღომი, ძველი ვეძისი;
ვაშლიჯვრის მე-5 ზონა, მე-5 კორპუსის მიმდებარედ;
ლევან მიქელაძის ქუჩა N15-ის მიმდებარედ;
ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის დასაწყისი, სკვერი;
ჭიჭნაძის ქუჩა;
ლოჭინის ქუჩა N12;
9 აპრილის ქუჩა;
ბერძენიშვილის ქუჩა;
ნიკოლაძის ქუჩა;
ტატიშვილის ქუჩა;
ხორავას ქუჩა;
თარხნიშვილის ქუჩა;
ბალანჩივაძის ქუჩა;
დინამოს სტადიონის მიმდებარედ;
სიონის საკათედრო ტაძრის ეზო;
სახელმწიფო აუდიტის ეზო;
9 აპრილის სახელობის ბაღი და მიმდებარე ტერიტორია;

მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way