USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
თბილისს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ონკოლოგიური ცენტრი ექნება - თოდუას კლინიკა დიღმის ფილიალი
Date:  442
დედაქალაქს მალე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ონკოლოგიური ცენტრი ექნება.
თოდუას კლინიკა დიღმის ფილიალის გახსნიდან ერთი წლის შემდეგ არსებული კლინიკის მიმდებარედ მასშტაბურ პროექტს აანონსებს.
8 სართულიანი ონკოლოგიური ცენტრი პაციენტებს ერთ სივრცეში სრული სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის:
  • სხივური თერაპია
  • დიაგნოსტიკური და თერაპიული ბირთვული მედიცინა
  • მედიკამენტოზური თერაპია
  • ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის შემდგომი მართვა.
პროექტის დეტალები კლინიკის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დიასამიძემ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებსა და სამედიცინო საზოგადოებას გააცნო. მინისტრმა თოდუას კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თბილისის ახალი ონკოლოგიური ცენტრისთვის უკვე შეძენილია ამერიკული ფირმა Varian-ის უახლესი თაობის სხივური ამაჩქარებლები.
გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას.
თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალი, რომელიც გასული წლის სექტემბერში გაიხსნა, უკვე 21 000-მდე უნიკალურ პაციენტს მოემსახურა.
 
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way