USD 2.6899
EUR 3.1499
RUB 3.5640
Тбилиси
თბილისს ახალი შემოსასვლელ მაგისტრალზე, მთავრობამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის კონკურსი გამოაცხადა
дата:  220

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის ახალი შემოსასვლელი და გასასვლელი მაგისტრალის ახალი პროექტის შესარჩევად საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა , რომლის შედეგად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი უნდა მომზადდეს.

კვლევა როგორც ჩრდილოეთით ასევე სამხრეთით ახალი გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობასთან დაკავშირებით სამ ალტერნატიულ მიმართულებას მოიცავს.

წარდგენილი განაცხადის თანახმად, განიხილება წეროვანიდან სამხრეთით ახალი გზის მშენებლობა (ლურჯი ხაზი), რომელიც გვერდს აუქცევს მცხეთას და ახალი გვირაბის მეშვეობით, რომელიც დიდგორისა და თელოვანის ქვეშ გაივლის თბილისში შემოვა, გვერდს აუქცევს დიდ დიღომს, გაივლის ლისის ტბის მიმდებარედ, შემდეგ გადავა ნაფეტფვრებში, შემდეგ სავარაუდოდ ესტაკადით და გვირაბით გადავა წყნეთში, გაივლის შინდისს. ალტერნატიული (წითელი) ვარიანტის მიხედვით გზა დაიწყება სოფელ მუხრანში, გაუყვება მდინარე მტკვარს, ხოლო შემდგომში კი გაგრძელდება დიდგორის გვირაბით ლურჯი მარშრუტის ანალოგიურად. ყვითელი მარშრუტი კი მოიცავს ნაფეტვრებიდან სამხრეთით წყნეთის მიმართულებით ახალი გვირაბის და ესტაკადის მშენებლობას, რომელიც გაგრძელდება შინდისში, საიდანაც თბილისის ტერიტორიას დატოვებს და კუმისისკენ გაგრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის თანახმად, პროექტის განვითარება მნიშვნელოვანია თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და გადატვირთული აღმაშენებლის ხეივნის განტვირთვისთვის. კონსულტანტმა კომპანიამ უნდა მოამზადოს სატრანსპორტო ნაკადების და პროექტის ღირებულების შეფასების ანალიზი.

კომპანიებმა საკუთარი წინადადებები 2026 წლის 27 აპრილამდე უნდა წარადგინონ.

საპროექტო ალტერნატივები ასე ნაწილდება:

мир
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати