USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
თბილისს 21-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს
თარიღი:  932

24-წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს მერმა ელდარ აზიზოვმა მოაწერეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია დაძმობილების მემორანდუმი, რომელიც დღეს თბილისსა და ბაქოს შორის გაფორმდა. ჩვენს ქალაქებს შორის არსებობდა ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა. იმედი მაქვს, მემორანდუმი დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებაში. შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო საინტერესო და მეგობრული სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ასევე, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

„ჩვენს ხალხებს აკავშირებს ათასწლეულების ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ. ბევრი მიღწევა გვაქვს თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია სახალხო დიპლომატია და ორ ხალხს შორის არსებული მეგობრობა. მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა ელდარ აზიზოვმა.

თბილისის მერის 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის