USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
თბილისისი რომელ უბნებში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა იანვარში?
Date:  1293

2024 წლის იანვარში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა. ყველაზე მაღალი ფასი კი, კვლავ ვაკეში დაფიქსირდა.

ახალი წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ აქტიურად დაიწყო და გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,967 შეადგინა - ამის შესახებ Tbc კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში წერს.

გასულ თვეს ბაზრის მოცულობა $234 მილიონს გაუტოლდა და წლიურად 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გაყიდვების გადანაწილებას უბნების მიხედვით, 2024 წლის იანვარში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (25% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (15%). ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდით სამგორი გამოირჩა. ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ დიღომში დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა დიდ დიღომში, ნაძალადევში, დიდუბესა და გლდანში შეიმჩნევა.

Tbc კაპიტალის ცნობით, იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე ვაკეში კვლავ $2,000-ის ფარგლებში მერყეობდა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა.

ყველაზე მაღალი ზრდით ჩუღურეთი (+24%), ნაძალადევი (+21%) და გლდანი (+19%) გამოირჩეოდა.

World
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way