USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
თბილისის,,დინამოსთვის,, განრისხებული ლავრენტი ბერია
Date:  755

1939 წელი სსრკ-ის თასი ..

სსრკ-ის თასის გათამაშებაში 1/32-ფინალში თბილისის ,,დინამომ,, თბილისში,,დინამოზე,,დაამარცხა მოსკოვის,,ტორპედო,,(5:2 ბერეჟნოის-2,ბერძენიშვილის,ჯეჯელავას და პაიჭაძის გოლებით),შემდეგ წრეში თბილისში მოსკოვის,,პიშევიკთან,,ძირითად დროში 2:2(ბორის პაიჭაძემ ,,დუბლი,,შეასრულა),მაგრამ დამატებითი დრო არ დაინიშნა ,რადგან ჯერ ხელოვნური განათება არ იყო დამონტაჟებული და გვიანი საღამოს შუქი არასაკმარისი იყო .მეორე დღეს გაიოზ ჯეჯელავას გოლით დინამოელებმა მოიპოვეს მერვედფინალის საგზური.1/8-ფინალში თბილისის დინამოს მეტოქე თბილისში ბერიას სახელობის დინამოს სტადიონზე გახლდათ ბათუმის დინამო და უხვგოლიანი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით(5:3) დამთავრდა.თბილისელთაგან გოლების ავტორები გახლდათ პაიჭაძე-2.ბერძენიშვილი-2 და ხარბედია.სამწუხაროდ უცნობია ბათუმელთაგან გოლების ავტორები და საერთოდ შემადგენლობაც..

მეოთხედფინალში იყო ურთულესი მატჩი მოსკოვში,,დინამოს,სტადიონზე 60ათასი გულშემატკივრის დასწრებით ადგილობრივ ცდკა-თან ,რომელიც ასლან ხარბედიას გოლით მატჩის 23-ე წუთზე დინამოს გამარჯვებით დასრულდა.

თბილისის დინამომ მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (კაპ), გრიგორი გაგუა, ვლადიმერ ჯორბენაძე, ბორის ფროლოვი, გრიგორი ჭელიძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ვიქტორ ბერეჟნოი, ასლან ხარბედია.

მთავარი მწვრთნელი - მიხაილ ბუტუსოვი.

ფინალამდე ერთი ნაბიჯია- ნახევარფინალი მოსკოვშია და ,,სპარტაკია,,მეტოქე.მატჩი 8 სექტემბერს გაიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია-თამაშს 80ათასი მაყურებელი დაესწრო.

ქართული და რუსული პრესაც აღნიშნავს ,რომ მატჩი თბილისელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა,დინამო მეტს უტევდა,მაგრამ ერთადერთი გოლი სპარტაკელმა პროტასოვმა გაიტანა მატჩის 65-ე წუთზე.

მატჩის არბიტრის ლენინგრადელი გორელკინის მიერ ჩათვლილმა ამ გოლმა თბილისელთა პროტესტი გამოიწვია- პროტასოვის დარტყმის შემდეგ ბურთი შავგულიძემ გამოიტანა კარებიდან და თბილისელებს მიაჩნდათ,რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია... .

თამაშს ესწრებოდა ლავრენტი ბერია და გავრცელებული ხმებით მატჩის არბიტრ გორელკინის მიერ ჩათვლილი გოლით გაბრაზებულმა ბერიამ ლოჟაში სკამი ააყირავა და დატოვა სტადიონი.

თბილისელებმა მატჩის შედეგი გააპროტესეს.

საკავშირო ფეხბურთის განყოფილებამ და ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტმა თბილისელთა პროტესტი არ დააკმაყოფილეს,.

12 სექტემბერს გაიმართა თასის ფინალური მატჩი:,,სპარტაკმა,, დაამარცხა ლენინგრადის,,სტალინეცი,,(3:1) და გადაეცა ,,ბროლის თასი,,.

.....რა მექანიზმები ჩაირთო მაშინ, რა ბერკეტები უცნობია.,თუმცა, თანამედროვეები არც თუ უმიზეზოდ თვლიან, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ. ასეა თუ ისე, ფაქტია : ფინალიდან სამი კვირის შემდეგ განმეორებით გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრა სპარტაკი მოსკოვი-დინამო თბილისი.

ანულირებული მატჩის გადათამაშება 30 სექტემბერს უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა.რუსული და ქართული პრესა ისევ აღნიშნავს ,რომ სათამაშო უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ,მეტსაც უტევდნენ,მაგრამ საპასუხო შეტევები და მოსკოველმა გლაზკოვმა 2:0 დააწინაურა სპარტაკი,ბორის პაიჭაძემ პირველ ტაიმში ერთი გაქვითა,.51-ე წუთზე ისევ გლაზკივი-3:1.დინამო გამუდმებით უტევს ,მაგრამ მხოლოდ შეამცირა სხვაობა ბერეჟნოის გოლით..-3:2 სპარტაკმა ნახევარფინალი მოიგო ფინალის შემდეგ ...

ალბათ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ,ფეხბურთის და საერთოდ სპორტის, ისტორიაში...

თბილისის,,დინამოს,, დიდი ქომაგი იყო ლავრენტი..

თბილისის ,,დინამოს,,,,პატრონი,,

წყარო:ზაზა ახალაია

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way