USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თბილისის ზოოპარკი იწყებს ახალ პროექტს „საქართველოს რეალური ბიომრავალფეროვნება“
дата:  
თბილისის ზოოპარკი იწყებს ახალ პროექტს
„საქართველოს რეალური ბიომრავალფეროვნება“.
პროექტი მოიცავს ინტერაქტიური შეხვედრების (ლექციების) კურსს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ.
თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მეცნიერები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდებს – მოსწავლეებსა და სტუდენტებს (ასაკი: 12 წლიდან ზევით), ასევე დაინტერესებულ მასწავლებლებს.
დამსწრე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას:
 საქართველოში ველური ბუნების წარმომადგენლების გავრცელების, მდგომარეობისა და საფრთხეების შესახებ;
 ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მნიშვნელობაზე კლიმატის ცვლილების შედეგების შესარბილებლად;
ადამიანის როლზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.
შეხვედრების ციკლის შემდეგ ახალგაზრდები შეძლებენ იმსჯელონ საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათი ჯანმრთელობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და მთლიანად ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.
შეხვედრები გაიმართება თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში 2024 წლის 3 თებერვლიდან ყოველ შაბათს, 11:00 საათზე.
 შეხვედრების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ტექსტის ბოლოში.
ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ.
დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს ა.წ. 29 იანვრიდან 2 თებერვლამდე. რეგისტრაცია შეიძლება როგორც მთლიან პროგრამაზე, ისე ერთ ან რამდენიმე შეხვედრაზე.
ახალგაზრდებს, რომლებიც ყველა შეხვედრას დაესწრებიან, გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
ღონისძიების მონაწილეთათვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა.
 შეხვედრების განრიგი:
 03.02.2024: „სხვა მეზობლები“ – დოკუმენტური ფილმი ურბანული ფაუნის შესახებ. ნიკა წიკლაური – ფილმის რეჟისორი.
 10.02.2024: კავკასიის ძუძუმწოვრები და თბილისის ზოოპარკის გარემოსდაცვითი პროექტები. ნიკა ქერდიყოშვილი – თბილისის ზოოპარკის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი.
17.02.2024: კლიმატის ცვლილების გავლენა წყალმცურავ ფრინველებზე საქართველოში. ნიკა პაპოშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკოლოგიის ინსტიტუტი, მკვლევარი, დოქტორანტი.
 24.02.2024: საქართველოს ამფიბიები და ქვეწარმავლები. გიორგი იანქოშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკოლოგიის ინსტიტუტი, მკვლევარი, დოქტორანტი.
02.03.2024: ჩვენი ურბანული ფაუნა. გიორგი იანქოშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკოლოგიის ინსტიტუტი, მკვლევარი, დოქტორანტი.
 09.03.2024: საქართველოს ტყიანი ჰაბიტატები. ილია აკობია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკოლოგიის პროგრამის დოქტორანტი, ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერ- თანამშრომელი.
16.03.2024: საქართველოს მფრინავი ძუძუმწოვრები. სოსო ნატრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი; ბოგდანა ვაშჩენკო –
მკვლევარი, National Geographic Georgia.
 23.03.2024: თბილისის ურბანული ფლორა. მცენარეთა ადგილობრივი სახეობების გამოყენების მნიშვნელობა ეზოებისა და ბაღების გამწვანებისთვის. გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, განათლების სპეციალისტი; ირაკლი გრძელიშვილი – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, მებაღეობის განყოფილების მებაღე.
30.03.2024: საქართველოს მწერები და ობობასნაირები. ეკა არსენაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკოლოგი, ენტომოლოგი, ველური ბუნების მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკოს“ განათლების ოფიცერი.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати