USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ფერდზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
дата:  722

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზარაშვილისა და გ. ქუთათელაძის ქუჩების მომიჯნავედ არსებულ 18.3 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური აქცია გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტოგონიძემ მიიღეს.

„სკვერების და პარკების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისში დეგრადირებული ტყის საფარი აღდგეს. მსგავსი ფერდობები სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს. დღეს ამ კონკრეტული ფერდის აღდგენა იწყება, რომელიც, ჯამში, 18 ჰექტარია. ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. ტყის საფარის აღდგენის პროექტისთვის 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება. პარალელურად, რა თქმა უნდა, მსგავსი პროექტები გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის ურბანული ტყის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამში, სხვადასხვა სახეობის 13 579 ძირი მწვანე ნარგავი დაირგვება. მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, იფანი, ჰიმალაის კედარი, ჩვეულებრივი ნუში, ცაცხვი და ზეთის ხილი. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა და დარგული ნერგების მოვლა-პატრონობა ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

პროექტის მიზანი თბილისის ზღვაზე, ზ. წერეთლის მემორიალის მიმდებარედ წინა წლებში არსებული და ამჟამად დეგრადირებული ტყის აღდგენაა. პროექტი ასევე, მიზნად ისახავს აღნიშნულ ტერიტორიაზე სტაბილური კორომის ჩამოყალიბებას.

გამწვანების აქციაში შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები და დირექტორი ვახტანგ ნოზაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ირაკლი ხელაძე, ასევე, ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და გამგეობის სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати