USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Tbilisi
თბილისის ზღვაზე €500 მილიონიანი Green City-ს შესრულება, შესაძლოა, 2024 წლიდან დაიწყოს - ინვესტორი
Date:  1532

წყარო:https://bm.ge/

ვიქტორია მღებრიშვილი

თბილისის ზღვაზე Green City 500 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის შესრულება, შესაძლოა, 2024 წელს დაიწყოს - ამის შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა და პროექტის ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა. 

თბილისის ზღვაზე „GINO Green City”-ს პროექტის იდეა და ისტორია 2015 წლიდან იწყება. 2016 წელს მშენებლობის ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდსა და ინვესტორს, GINO Holding-ის შორის გაფორმდა. იმ დროისთვის „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკოლოგიურად მწვანე ქალაქისთვის თბილისის მერიამ ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად "ჯინო გრინ სითის" უნდა გადასცემოდა. პროექტი მოიცავდა საჯარო ინფრასტრუქტურის - გზების, საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოს, სავაჭრო და ბიზნესცენტრების და ა.შ. მოწყობას. მასშტაბური პროექტის გაჩერების მიზეზებზე “გრინ სითის” მთავარმა ინვესტორმა, “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ ვრცლად 2020 წელს ისაუბრა. იმ დროს, პროექტის გაჭიანურების მთავარ მიზეზებს შორის გიორგაძე ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავებას და ტერიტორიაზე სასმელი წყლის საკითხის მოუგვარებლობას ასახელებდა.

დღეს ნოდარ გიორგაძე ამბობს, რომ გარკვეული საკითხები, რომელიც აფერხებდათ გაირკვა, თუმცა  ინვესტორი “საპარტნიორო ფონდის” რეფორმირების დასრულებას ელის.

“პროცენტულად არ ჩავშლი რამდენი პროცენტით, რომელმა ფაქტორმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ მათ შორის იყო ბიუროკრატია, ობიექტური მიზეზებიც იყო. მაგალითისთვის როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტი კეთდება ქალაქში, ჩვენ კი წინასწარი გეგმა გვქონდა გაკეთებული, ქალაქმა თბილისის განაშენიანების გენგეგმის საჭიროების საკითხი დააყენა და კახა კალაძის დროს დაიწყო ამაზე მუშაობა. ჩვენც დავეთანხმეთ ამ მოცემულობას. ეს პროცესი  1.5-2 წელი გაგრძელდა. გენგეგმა დაიდო და ამ პროექტის წინ წაწევის შესაძლებლობაც გაჩნდა, მაგრამ შემდეგ შემოვიდა GWP-ის ფაქტორი, რომ თბილისის ზღვა სასმელი არტერიაა და საჭირო იყო წყლის სიახლოვეს პროექტების განხორციელების გეგმა - რა მანძილზე რის გაკეთება შეიძლება და რის - არა. ამ საკითხს 1 წელი დასჭირდა და ამ ფაქტორებმა დღემდე მოგვიყვანა. ახლა ყველაფერი გარკვეულია, პრაქტიკულად ქალაქთანაც საუბრები მიმდინარეობს და გასაგებია რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ სამართლებრივად ძალიან ბევრი ნიუანსია... მათ შორის საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით, რა ნაწილშიც ცვლილებები შედის და ეს ნიუანსები ცოტა ხნით გვაფერხებს. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ყველაფერი გაირკვევა და ვვარაუდობ, თუ ყველაფერი გაირკვევა, მომავალ წელს ჩვენ ამ ობიექტზე მუშაობის დაწყებისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - განმარტა ნოდარ გიორგაძემ.

society
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way