USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, რომლებშიც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, დღეიდან შეუფერხებლად იმუშავებს
თარიღი:  780

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, რომლებშიც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, დღეიდან შეუფერხებლად იმუშავებს.

მერიის ცნობით, სისტემის განახლების გამო, რომელიც 15 აგვისტოდან დაიწყო, ტექნიკური შეფერხებები ფიქსირდებოდა და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები, ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ ჯარიმდებოდნენ.

ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ.

„თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინაპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს“, - აცხადებენ მერიაში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის