USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის ვიცე-მერი: გამორიცხულია, მერიამ სამუშაოები მართოს ისე, რომ დროის შემცირების გამო გავაუარესოთ ხარისხი - ათობით წელს რომ გაუძლოს ამ სამუშაოებმა, სწორედ ამიტომ დასჭირდა დიდი დრო
თარიღი:  

გამორიცხულია, თბილისის მერიამ სამუშაოები მართოს ისე, რომ დროის შემცირების გამო გავაუარესოთ ხარისხი. მერი მთავრობის სხდომაზეც და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროსაც მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ხარისხზე ორიენტირებულია ჩვენი სარეაბილიტაციო სამუშაოები. სწრაფად გაკეთება რომ გვინდოდეს, 8-9 თვე არ მოვანდომებდით წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, ავყრიდით ასფალტს და დავაგებდით ძალიან მალე ახალს. ხარისხიანად რომ უნდა შესრულდეს და ათობით წელს გაუძლოს ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, სწორედ ამიტომ დასჭირდა დიდი დრო, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„ყველაფერი ისეა, როგორც დღეს დედაქალაქის მერმა თქვა და როგორც აქამდე გვითქვამს - იანვრის ბოლომდე სამუშაოები დასრულდება და 1 თებერვლიდან სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ცხადია, ეს არ ეხება ბოლო ეტაპების სამუშაოებს - გაგრძელდება გარკვეული კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლებიც სატრანსპორტო ნაკადებს არ შეაფერხებს. ქვეითთა სივრცეებში სამუშაოები გაგრძელდება, ისევე როგორც გამწვანების სამუშაოები, რასაც გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება - მარტში დასრულდება ეს პროცესი. დღეს დღის ბოლომდე მოძრაობის აღდგენისთვის საჭირო ყველა სამუშაო დასრულდება და ხვალიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება. გამორიცხულია, თბილისის მერიამ სამუშაოები მართოს ისე, რომ დროის შემცირების გამო გავაუარესოთ ხარისხი. მერი მთავრობის სხდომაზეც და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროსაც მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ხარისხზე ორიენტირებულია ჩვენი სარეაბილიტაციო სამუშაოები. სწრაფად გაკეთება რომ გვინდოდეს, 8-9 თვე არ მოვანდომებდით წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, ავყრიდით ასფალტს და დავაგებდით ძალიან მალე ახალს. ხარისხიანად რომ უნდა შესრულდეს და ათობით წელს გაუძლოს ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, სწორედ ამიტომ დასჭირდა ამას დიდი დრო. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ კომპანიების მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ხელშეკრულებიდან გადახრებს. ეს მიუღებელი იყო ჩვენთვის და ჩვენ დროულად მივიღეთ საჭირო ზომები, რათა არ დაგვერღვია გაცემული დაპირებები და ვადები. შესაბამისად, დაპირებულ დროში დაპირებული ხარისხით სამუშაოები დასრულდება. საქვეითო სივრცეები, ტროტუარები, გამწვანების სამუშაოები, გაჩერებები, ნაგავშემკრები კონტეინერების დასრულება - ყველაფერი გათვალისწინებულია მარტის თვეში, როცა შევძლებთ ვთქვათ, რომ დავასრულეთ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის