USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის უბნებში, სადაც დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება, სასმელი წყლის ცისტერნები იმოძრავებს
თარიღი:  1520

უბნებში, სადაც დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება, სასმელი წყლის ცისტერნები იმოძრავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვის მიზნით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახალ ქსელზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის დღეს, 6 აპრილს, ღამის 23:00 სთ-დან 7 აპრილის საღამოს 19:00 სთ-მდე მაგისტრალურ მილებზე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რა დროსაც აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა და წყალმომარაგების შეზღუდვა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრულად ითვალისწინებს მოსახლეობის თხოვნას წყალმომარაგების შეზღუდვის პერიოდში სასმელი წყლის ცისტერნებით მიწოდების შესახებ.

წყალმომარაგების აღდგენამდე, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანიის მიერ დამატებით მაქსიმალური რაოდენობის ცისტერნები იქნება მობილიზებული. სასმელი წყლის ცისტერნები იმოძრავებს სხვადახვა უბანში და მომხმარებლებს, მოთხოვნის გათვალისწინებით, მიაწვდის სასმელ წყალს“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის