USD 2.6955
EUR 3.1737
RUB 3.4768
Тбилиси
თბილისის უბნები, რომლებიც ბინების გაყიდვებით ლიდერობს
дата:  1141

წყარო:https://bm.ge/

2023 წლის ივლისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა დიდი დიღომი. ეს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია.

მიმოხილვის მიხედვით, დიდუბეში, კრწანისსა და ისანში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიური კლება შეიმჩნევა გლდანსა და სამგორში. რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სამგორსა (+38%) და ნაძალადევში (+30%) დაფიქსირდა.

ფასს რაც შეეხება, "თიბისი კაპიტალის" ცნობით, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე ვაკეში და მთაწმინდაზე $2 000-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში კვლავ ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით ვაკე (+42%), ნაძალადევი (+40%) და მთაწმინდა (+38%) გამოირჩეოდა.

Тбилиси
თელასი - 29 დეკემბერს მთაწმინდის და დიდუბის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის  გამზირის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის  მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ცისკარიშვილის, ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
Кстати