USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
თბილისის უბნები, რომელთაც ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
Date:  631

ხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მირიანაშვილის, სვანიშვილის, კუტუზოვის, თამარაშვილის, კარტოზიას, უნივესიტეტის, ლორთქიფანიძის, ფანჯიკიძის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ურიდიას, მიქატაძის, ჩხიკვაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ღრმაღელის, ღოღობერიძის, ზესტაფონის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გობრონიძის, ბუგეულის, ზნაკვის და ჩხარის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის, დავითაშვილის, სიღნაღის, პეტრე ბაგრატიონის, ტერენტი გრანელის და სალიების ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანისის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის, გოკიელის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, იდუმალის და ენგურჰესის ქუჩების მოსახლეობას.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way