USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Тбилиси
თბილისის ტრამვაის ისტორია
дата:  4548

თბილისში ელექტრო ტრამვაის წინაპარი, ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. „კონკა“ 1883 წელს გამოჩნდა. მისი პირველი მარშრუტი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს. მარშრუტი მალევე დააგრძელეს ერევანსკის (თავისუფლების) მოედნამდე, ხოლო 1904 წელს ხაზი გაიყვანეს კირხეს (მარჯანიშვილის) ქუჩაზე. XX საუკუნის დასაწყისში ნათელი იყო, რომ „კონკას“ დრო წავიდა, ამიტომ 1904 წელს დაიწყო ელექტრო ტრამვაის მშენებლობა, რითაც ბელგიური კომპანია დაკავდა.
ძველთბილისური ტრანსპორტის ...

1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაის პირველი ხაზი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მმ იყო. 1910 წელს „კონკამ“, რომელსაც 914 მმ სიგანის ლიანდაგი ჰქონდა, არსებობა შეწყვიტა. 1933 წლიდან დაიწყო ტრამვაის განიერ (1524 მმ) ლიანდაგზე გადაყვანა. პირველი ფართოლიანდაგიანი ხაზი 1933 წელს გაიხსნა და ის ერთმანეთთან აკავშირებდა ისნის ჰოსპიტალსა და სამგორის კერამიკის კომბინატს.

ამავე წელს აშენდა ისნის ტრამვაის დეპო. ვიწროლიანდაგიანმა ხაზებმა 1942 წლამდე იარსება. უკანასკნელი ვიწროლიანდაგიანი ხაზი სოლოლაკში გადიოდა და II მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოხერხდა მისი ფართოლიანდაგზე გადაყვანა. ამიტომ ეს ხაზი გაუქმდა. 1942–45 წლებში ტრამვაი გაიყვანეს ცოტნე დადიანის ქუჩაზე. 1944–45 წლებში ტრამვაის ხაზები დაგრძელდა ისნის ჰოსპიტალიდან 31–ე საავიაციო ქარხანამდე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვაკემდე (ახლანდელი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისამდე).

ამავე პერიოდში ტრამვაის ხაზი გაიყვანეს ჩელუსკინელების (თამარმეფის გამზ.) და ლენინის (კოსტავას) ქუჩებზე. 1940*–იან წლებში ტრამვაის ხაზი გაუქმდა ორთაჭალაში, რომელიც ორთაჭალას ქვიშიანას ქუჩის („პესოჩნაია“,_რიყეზე ეს ქუჩა აღარ არსებობს) გავლით რკინიგზის ვაგზალთან აკავშირებდა.

Commersant.ge | როგორ გამოიყურებოდა ...

1950–იანი წლების მეორე ნახევარში ტრამვაის ხაზი რუსთაველის და პლეხანოვის (აღმაშენებლის) გამზირიდან გადაიტანეს პარალელურ, ძნელაძისა (თაბუკაშვილის) და კლარა ცეტკინის (წინამძღვრიშვილის) ქუჩებზე. 1963 წელს ტრამვაის ხაზი დაგრძელდა მოსკოვის გამზირზე, კერამიკის კომბინატიდან გრეხილი ავეჯის კომბინატამდე. 1960–იან წლების I ნახევარში ტრამვაის ხაზი გაუქმდა ძნელაძის ქუჩაზე, ხოლო 1967 წელს,_ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე და ლენინისა და ჩელუსკინელების ქუჩებზე. 1969 წლისთვის ახალი ხაზი გაიხსნა გურამიშვილის გამზირზე, კინოთეატრ „საქართველოდან“ VIII საავადმყოფომდე, რომელიც მალევე (1971 წლამდე) დაგრძელდა ავჭალამდე (ცენტროლიტამდე).

ამავე პერიოდში ამ ხაზს დაემატა ახალი განშტოება, თემქ–ის მიმართულებით, თბილისის ზღვამდე. ასევე 1960–იანი წლების ბოლოს გაიხსნა ტრამვაის ახალი ხაზი დიღმის მასივში, მეტროს სადგურ დიდუბიდან ქარხანა „მიონამდე“, ბელიაშვილის ქუჩის გავლით. 1970–იანი წლების დასაწყისში მუხრანის ხიდის დემონტაჟისა და ბარათაშვილის ხიდის მშენებლობის გამო ამ ხიდზე გაუქმდა ტრამვაი. 1972 წელს მოხდა ტრამვაის დემონტაჟი ვაგზლის მოედანსა და ფიროსმანის ქუჩაზე, ხოლო 1974 წელს ტრამვაი გაუქმდა გადასასვლელი ხიდიდან ჩიქობავას ქუჩამდე და ჩიქობავას ქუჩიდან ისნამდე, რითაც თბილისის ტრამვაის ქსელი ორად გაიყო. 1970–იანი წლების ბოლოს გაიხსნა ახალი, გლდანის განშტოება, გლდანის VII-VIII მ/რ–ებამდე. 1984 წელს დაგრძელდა ტრამვაის ხაზი დიღმის მასივიდან (ქარხანა „მიონი“) სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტამდე.

1986 წელს ტრამვაის ხაზი დაგრძელდა ავჭალაში, ქარხანა „ცენტროლიტიდან“, ზემო ავჭალამდე და ამავე წელს გაიხსნა ზემო ავჭალის ტრამვაის დეპო. ეს გახლდათ თბილისის ტრამვაის უკანასკნელი ახალი ხაზი. ამ დროისთვის ხაზების საერთო სიგრძე 108 კილომეტრს აღწევდა.

გაუქმებები ოფიციალურად დაიწყო 1989 წელს ამ დროისთვის დიდუბის მეტროდან სასოფლოს უნივერსიტეტამდე ტრამვაი ისედაც გაჩერებული იყო უკვე დაახლოებით 2 წელი რადგან დიდუბის ხიდის ქვეშ აშენებდნენ გვირაბს, ჰოდა ხიდი რომ გაიხსნა 1989 წელს ტრამვაის ხაზი აღარ გაუხსნიათ და ოფიციალურად გააუქმეს 1989 წელსვე. 10 ნომერი ტრამვაი დაამოკლეს.

1990 წლის იანვარში გლდანის განშტოება გაუქმდა მეტრო სარაჯიშვილიდან გლდანის 7-8 მიკროებამდე. 8 ნომერი, რომელიც გლადნაიდან დიდუბეში დადიოდა 1994 წელს გააუქმეს მეტრო დიდუბიდან კოლმეურნეობის მოედნამდე. 10 ნომერი ამას მოჰყვა 1994 წელს ტრამვაის ხაზის გაუქმება კოლმეურნეობის (ორბელიანის) მოედნიდან, სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტამდე (ორბელიანის მოედანი, ათონელის ქ., მშრალი ხიდი, ვორონცოვის ხიდი, საარბრიუკენის მოედანი, ჩიქობავას ქ., წინამძღვრიშვილის ქ., თევდორე მღვდლის ქ., წერეთლის გამზ., ერისთავის ქუჩაზე ნაწილობრივ, მეტროს სადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ მოსაბრუნებელი მარყუჟები, დიდუბის ხიდი, ბელიაშვილის ქ., ქარხანა „მიონი“, აღმაშენებლის ხეივანი, აგრალური უნივერსიტეტი). 1994-1996 წლებში ზღვაზე ხაზი იყო მოპარული და ტრამვაი არ დადიოდა მაგრამ აღადგინეს და ძალიან იშვიათად დადიოდა, ხოლო 2000 წლიდან საერთოდ შეწყვიტა სიარული.

2007 წელს აყარეს რელსები. 4 ნოემრი დადიოდა გადასასვლელი ხიდიდან, ხოლო 3 ნომერი დიდუბიდან 2000-2001 წლებში გაუქმდა გადასასვლელი ხიდიდან ლოტკინისკენ მიმავალი 2 და 6 ნომერი. 2002 წელს გააუქმეს 11 ნომერი ტრამვაი, რითაც კინო საქართველოდან გადასასვლელი ხიდიკენ მონაკვეთი გაუქმდა და შესაბამისად დიდუბიდან გადასასვლელი ხიდისკენ მოძრავი 1 ნომერი ტრამვაიც გაუქმდა.

2002 წელს გაუქმდა ხაზები: გადასასვლელ ხიდთან, ც. დადიანის ქ., ჩოდრიშვილის ქ., წერონისის ქ., სანავარდოს ქ. (ლოტკინი). მალევე, 2002–2004 წლებში გაუქმდა თემქის განშტოება (მეტრო „გურამიშვილი“–თბილისის ზღვა). 2004 წლის ივნისში გააუქმეს 7 ნომერი ტრამვაი საავიაციო ქარხნიდან ავეჯის კომბინატამდე. 2006 წლის 4 დეკემბერს კი ბოლო 12 ნოემრი ტრამვაის ხაზი რომელიც სიგრძეში იყო 12 კილომეტრი გააუქმეს და ტრამვაი საბოლოოდ დაიხურა. ზედ ტროლეიბუსიც მიაყოლეს. 2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის ტრამვაის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა, #7 მარშრუტმა (31–ე საავიაციო ქარხანა, ბოგდან ხმელნიცკის ქ., ჩოლოყაშვილის ქ., ბაღდადის ქ., ნავთლუღის აღმართი., მეტრო „ისანი“, ქეთევან წამებულის გამზ., მოსკოვის გამზ., გრეხილი ავეჯის კომბინატი). შესაბამისად თბილისში დარჩა ერთადერთი, 15 კმ სიგრძის #12 მარშრუტი (მეტრო „დიდუბე“ (ზედა), ერისთავის ქ., გურამიშვილის გამზ., სარაჯიშვილის გამზ., ლიბანის ქ., ზემო ავჭალა).

ყოველივე ეს, 2006 წლის 4 დეკემბერს თბილისში ტრამვაის უკანასკნელი ხაზის გაუქმებით და ტრამვაის ლიკვიდაციით დასრულდა.

წყარო:https://www.tramvai.ge/

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати