USD 2.6938
EUR 3.1652
RUB 3.5959
Tbilisi
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა
Date:  3714

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

მერის მოადგილის განცხადებით, თბილისის მერია აგრძელებს პროექტის მხარდაჭერას.

„დედაქალაქის მერია დაარსებიდან გვერდში უდგას თბილისის ხელოვნების ბაზრობას, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. ამას ცხადყოფს უცხოელ და ადგილობრივ მონაწილეთა ინტერესი და ხარისხი. ეს პროექტი მიმართულია თბილისის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებისკენ და დედაქალაქის მერია სამომავლოდაც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 14 აპრილამდე გასტანს.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნა, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს სთავაზობს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებსა და Art Talk-ებს.

ბაზრობა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს - 12:00-დან 20:00 საათამდე.

World
ირანი - ის ქვეყნები, რომლებსაც მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ქვეყნის სამხრეთელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ თუ მათ ტერიტორიას ან ობიექტებს მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ისინი „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის „სამიზნეების სია“ გაფართოვდა და ის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს, არამედ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში, მდებარე ნავთობის მსხვილ საბადოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ირანული მედია წერს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ქვეყანამ ადრე „ირანის მტრებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა“ და თუ ისინი იგივეს ახლაც გააკეთებენ, მათი „ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება“.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way