USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
თბილისი
თბილისის სკოლებში სურსათის უნვბლობის საკითხებზე სემინარები მიმდინარეობს
თარიღი:  1117

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე სემინარები ტარდება.  სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) ერთად შეიმუშავა თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო მასალები, რომელიც ინტეგრირდა  სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამაში. 

თბილისში კერძო და საჯარო სკოლებში არაფორმალური განათლების ფარგლებში აღნიშნულ სემინარებს საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი (EHPMI) წინასწარ შერჩეულ და გადამზადებულ მასწავლებლებთან ერთად ატარებს. თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის კერძო სკოლში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტემის მიერ  მიერ წინასწარ შემუშავებული 5 სხვადასხვა თემის გარშემო მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებაა.

სურსათის უვნებლობა, სასურსათო უსაფრთხოება და ხარისხი; მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ეტიკეტირება;  საკვებდანამატები; სურსათით გამოწვეული დაავადებები; WHO - ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის - ეს ის თემებია, რომელიც მესამე საფეხურის სკოლის მოსწავლეებთან  წარმატებით ინტეგრირდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლეებს შორის კონკურის ჩატარება თემაზე - „შექმენი შენი საყვარელი სურსათის ახალი ბრენდი და მისი ეტიკეტი“. თითოეულ სკოლაში გამოვლინდება სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი და გადაეცემა ფასიანი საჩუქრები პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს.

„არაფორმალური განათლების დანერგვა სკოლებში შერწყმული უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამასთან, რაც ძალიან ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია“, აღნიშნა სსიპ - ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №32 საჯარო სკოლის დირქტორმა ნინო ხურციძე-კაშიამ. მან დადებითად შეაფასდა სკოლებში სურსათის უვნებლობის საკითხების ინტეგრირება. აღნიშნულ სკოლაში არაფორმალური განათლების ფარგლებში სემინარებს პედაგოგი ნინო ხახიშვილი უძღვება. 

სურსათის უვნებლობა ქვეყანაში ერთ-ერთი საჭირბოროტო და პრობლემური თემაა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებით ბოლო წლებში სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მუშაობით ვითარება მნიშვნელოვნად  გაუმჯობესდა, დარგში არსებული გამოწვევების გარკვეული ნაწილი ისევ გამოწვევად  რჩება. თემის აქტუალობიდან გამომდინარე სემინარები მოსწავლეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. რამდენიმე სკოლამ გამოთქვა სურვილი, მათ საგანმანათლებლო პროგრამაშიც ინტეგრირდეს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები. სკოლების მაღალი ინტერესის გამო, გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი (EHPMI) მომავალშიც გააგრძელებს სკოლებთან თანამშრომლობას.

აღნიშნული აქტივობა ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე დაწყებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით, 2024 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩაატარა საგრანტო კონკურსი რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების გამოსავლენად.  სულ დაფინანსდა შვიდი პროექტი ანუ შვიდი სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თბილისში პროექტის გამარჯვებული საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი EHPMI-ია, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ ახსნა-განმარტებითი შეხვედრები ჩატრადა. დაგეგმილია ბიზნეოპერატორებთან სამუშაო სემინარები საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის მიზნით. ნებისმიერი აქტივობა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს - სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის - 1501 - პოპულარიზაცის ფონზე მიმდინარეობს. ამ მიზნით დამზადებული საინფორმაციო ხასიათის მასალები მოსახლეობაში, სკოლებსა და სარეალიზაციო ობიექტებში  რიგდება.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ეს კამპანია ევროკავშირისა და  შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ნაწილია. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ხოლო განმახორციელებლები არიან CzDA და FAO.

 

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის