USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Тбилиси
თბილისის შემოვლითი გზის 48-კილომეტრიან მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები 2025 წელს დაიწყება, ხოლო გზის ნაწილის მშენებლობის დაწყება 2026 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი
дата:  95

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე განმარტავს, რომ თბილისის შემოვლითი გზის 48- კილომეტრიან მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები 2025 წელს დაიწყება, ხოლო გზის ნაწილის მშენებლობის დაწყება 2026 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, გზის ნაწილის მშენებლობა ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდება, ნაწილს კი დონორები დააფინანსებენ.

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 4 ლოტად არის დაყოფილი და ჯამში 48 კმ-ს შეადგენს. თითოეულ ლოტზე დეტალური პროექტი მომზადებულია. 2025 წელს დაიწყება სატენდერო პროცედურები ლოტი #2-სა და ლოტი #3-ზე. ლოტი #2 და ლოტი #3 ეს არის წიწამურიდან უკვე ახალი მაგისტრალის მშენებლობა. #3 კი ეს არის უკვე ძველი რკინიგზის დაუმთავრებელი მშენებლობის ხაზს, რომელიც გააგრძელებს ის მიმართულება. ხოლო ლოტი #4-სა და ლოტი #5-ზე 2026 წლის ბოლოს უკვე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. ეს უკვე არის ლილოს კვანძი და ლოჭინის კვანძი. აქ ჩვენ დონორებთან ვმუშაობთ და დონორების მიერ მოხდება აღნიშნული მე-4 და მე-5 ლოტის დაფინანსება. ხოლო მე-2 და მე-3 ლოტს ბიუჯეტის სახსრებით გავაკეთებთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

общество
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი და "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავა. მათივე ცნობით, ამავე საქმეზე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და პროექტის მენეჯერი, რომლებმაც "სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან". მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციითვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები.

ისინი [მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი და მენეჯერები] ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს ლაგი კაპიტალის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.

დასახელებულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს ლაგი კაპიტალზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

გამოძიება სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати