USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
თბილისის საპატიო მოქალაქეები - 1982 წელი
дата:  987

თბილისის საპატიო მოქალაქე — წოდება დაწესდა თბილისის სახალხო დეპუტათთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით. 1979 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულომ მიიღო ახალი დებულება თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ. დებულების თანახმად, წოდებას ანიჭებს თბილისის მერი სახელმწიფო ან საზოგადო ორგანიზაციის წარდგინებით, რომელსაც წინასწარ იხილავს თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო. წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე. წოდებას ძირითადად ანიჭებენ ყოველი წლის ოქტომბერში „თბილისობის“ დღესასწაულზე. თბილისის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა ამ წოდების დიპლომი და სხვა რეგალიები, ამასთან თბილისში მცხოვრები სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით.

თბილისის საპატიო მოქალაქეები - 1982 წელი

  • ვიქტორ ამბარცუმიანი — ასტროფიზიკოსი, სომხეთის სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი.
  • გივი გაჩეჩილაძე — თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი.
  • სესილია თაყაიშვილი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • ირაკლი თოიძე — მხატვარ-გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
  • კარლო კალაძე — პოეტი და დრამატურგი.
  • თენგიზ მენთეშაშვილი — სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.
  • ნიაზი — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე.
  • ევგენი პრიმაკოვი — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
  • ევგენი ხარაძე — ასტრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
  • უჩა ჯაფარიძე — საქართველოს სახალხო მხატვარი.
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати