USD 2.7110
EUR 3.1475
RUB 3.3320
Тбилиси
თბილისის საკრებულოში სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
дата:  273
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი, გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.
 
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პროცედურებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის.
გივი მიქანაძე: „ჩვენი მიზანია, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასთან და გადაუდებელი საჭიროებების აღმოფხვრასთან დაკავშირებული პროცესები იმავე გრაფიკით, რეჟიმითა და ხარისხით გაგრძელდეს, როგორც იყო დაგეგმილი და მიმდინარეობს.
 
გადაბარების პროცესში, ხარვეზები რომ არ იყოს, დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და სამომავლო გეგმები. ეს გახლავთ დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას ვუზრდით გარკვეულ უფლებამოსილებებს და მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.
 
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაში არის და იქნება რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ისევე, როგორც ქალაქ თბილისის მერიასთან და რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან“.
 
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.
общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати