USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
дата:  233
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
 
სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ, კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან მიქავამ კომისიის წევრებს ის მიმართულებები გააცნო, რომლებზეც ეს თანხები გადანაწილდება.
 
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати