USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
თბილისის საკრებულოში პროფესიული განათლების განვითარებაში მუნიციპალიტეტის როლზე იმსჯელეს
Date:  423

თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც პროფესიული განათლების განვითარების საკითხებში მუნიციპალიტეტის როლი განიხილეს. სხდომაზე პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა ძალისხმევის კონსოლიდირების გზები განიხილეს. ყურადღება  პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმასა და მასში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. 

 განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა პროფესიული განათლების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ამ თემის პოპულარიზაციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ჩვენი მიზანია უფრო მეტად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე პროფესიული განათლების ის პროგრამები, რომელსაც მერია 2018 წლიდან აქტიურად ახორციელებს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობის მნიშვნელობა პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში. პროფესიული განათლება არის ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში და თბილისში ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლები არსებობს. დასაქმების მიმართულებითაც კერძო სექტორის მხრიდან ჩართულობა საკმაოდ წარმატებულია. ამ შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ იმ უწყებებმა, რომლებიც პროცესში ვართ ჩართულები, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ თანამშრომლობა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრაზე განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების სტრატეგიის ფარგლებში გატარებული რეფორმის შედეგებზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ,  მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ პროგრამა 2018 წლიდან ამოქმედდა და მისი დასაქმების ეფექტიანობა 70%-ს აჭარბებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თამარ სამხარაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი (მოვალეობის შემსრულებელი); ნანი დალაქიშვილი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტის „ისწავლე და დასაქმდი“ პარტნიორი პროფესიული კოლეჯების - „მერმისი“, „იკაროსი“, „სპექტრი“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ - დირექტორები, პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და პარტნიორი ბიზნესმენები.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობის ფორმასა და ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.

tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way