USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
თბილისის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
дата:  607

საკრებულოს სხდომა - 11.04.23.

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, განცხადებებით გაიხსნა. განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი ჩაკვეტაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი წარადგინა. გიორგი ტყემალაძემ გიორგი ჩაკვეტაძეს საკრებულოში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საკრებულოს წევრებმა გიორგი ჩაკვეტაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

დღევანდელ სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 1 493,203.1 ათასი ლარით, ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 1 526,019.2 ათასი ლარი, ანუ გეგმის 102.2%. თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემოსავლების გეგმა 1 388,103.1 ათასი ლარი, ფაქტობრივად 1 412,235.6 ათასი ლარით შესრულდა, რამაც გეგმის 101.7% და მთლიანი - შემოსულობების 92.5% შეადგინა.

სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2022 წელს შესრულებულ სამუშაოთა ანგარიში მოისმინეს.

სხდომაზე  N30 საჯარო სკოლისთვის ქართველი მწერლის გურამ  რჩეულიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკითხი საკრებულოს წევრებს  განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა. საკრებულოს წევრებმა სკოლის სახელდებას მხარი დაუჭირეს. წარმოდგენილი საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  გადაეგზავნება.

სხდომაზე შპს „მარაგი“-სთვის ქონების უძრავი ქონებით კომპენსაციის  საკითხი დაამტკიცეს. საქმე ეხება, წინა ხელისუფლების მიერ, 2008 წელს შპს „მარაგი“-სთვის არასაბაზრო, სიმბოლურ ფასად ქონების ჩამორთმევის საკითხს. როგორც საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, 2008 წელს, რიყის დოქების ადგილას შპს „მარაგის“  ბენზინგასამართი სადგური მდებარეობდა, რომელიც, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდა, კანონიერ მფლობელებს ძალით, სიმბოლურ ფასად დაათმობინეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შპს „მარაგი“-ს დამფუძნებლებმა სასამართლოს ზარალის ანაზღაურების თხოვნით მიმართეს. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მორიგების აქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი მათ ქვემო ლისის მიმდებარედ  870 ათასი  აშშ დოლარის ღირებულების  მიწის ნაკვეთებს გადასცემს.

აღნიშნული საკითხების გარდა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა. საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილების პროექტს და თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს.

საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ საკრებულოს  დადგენილებაში ცვლილება განიხილეს.

სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს №14-39 დადგენილებაში ცვლილება განიხილეს.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი  ღონისძიებები წარადგინა.

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати