USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისის საკრებულოში გენდერის საკითხების ექსპერტთან, შერილ ტომასთან შეხვედრა გაიმართა
дата:  706

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით  და „მერსი ქორფს საქართველოს“  WISE პროგრამის ორგანიზებით ამერიკელ ექსპერტ შერილ ტომასთან  და თბილისში მოქმედი სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა  თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

 შეხვედრაზე  ამერიკელმა ექსპერტმა  გენდერის საკითხებში შერილ ტომასმა  იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებობს. ასევე ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე.  ექსპერტმა მედიის წარმომადგენლებს  ის პრაქტიკა და სამართლებრივ რეფორმები გააცნო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში  ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ეფექტიან მექანიზმად იქცა.

 დღესვე WISE - ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის  -პროგრამის დირექტორმა  ნინო ჭელიძემ  აუდიტორიას წარუდგინა პროგრამა, რომელიც ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული  ცნობიერების ამაღლებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;  ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა კი ყურადღება გაამახვილა მედიის როლზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებში და  ამ თემის ინკლუზიური გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 შეხვედრაზე ასევე შედგა გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში ISET-ის მიერ მომზადებული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია.

წყარო - http://tbsakrebulo.gov.ge

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати