USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი სტრასბურგში გამართულ რეგიონების პალატის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა
Date:  305

„საქართველო არის ქვეყანა, რომლის ამოცანაა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. ეს რეფორმები არის გზა ევროკავშირისკენ, ოჯახისკენ, რომელსაც საქართველო ისტორიულად ეკუთვნის“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამართულ რეგიონების პალატის შეხვედრაზე მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.

თავის მოხსენებაში, ლევან ჟორჟოლიანმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, „მწვანე დღის წესრიგის“ მიზნებსა და ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა სფეროების რეფორმირებას. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, თავის გამოსვლაში ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კორიდორს, აქვს პოტენციალი გაზარდოს მისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის ტრანზიტულ პროექტებში და ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. „გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა შექმნას ხელსაყრელი გარემო ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებისა და განხორციელებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ევროკავშირთან და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტების განვითარებას“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებს, ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საპილოტე პროექტებზე, რომლებმაც ნათლად აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას შექმნას გარემოსდაცვითი დღის წესრიგი. ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მთავარი ინსტიტუციონალური რეფორმა მდგომარეობდა იმაში, რომ სივრცითი მოწყობის პროცესში ერთმანეთთან გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და ურბანული სერვისები დაეკავშირებინათ. „თბილისის საკრებულომ მიიღო „ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია „მწვანე ქალაქის“ პრინციპი.

ამ პრინციპის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა შემოიტანა ახალი მიდგომა ურბანულ დაგეგმარებაში. თბილისის ყველა რაიონში ყველა მოქალაქის უფლებაა ჰქონდეს წვდომა ახალ ან განახლებულ მწვანე სივრცეებზე, როგორიც არის დიდი პარკები და რეკრეაციული ზონები. რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, ბევრმა დეველოპერულმა კომპანიამ ვერ შეძლო ომამდე დაწყებული მშენებლობების დასრულება, რამაც საცხოვრებლის პრობლემები შეუქმნა ათასობით ადამიანს. შეჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე, გარემოზე გავლენის შესამცირებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შექმნა უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც ინვესტორებს და 15 წლის განმავლობაში საცხოვრისის მოლოდინში მყოფ ადამიანებს მეორე შანსს აძლევს“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა და ცდილობს დააბალანსოს კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები, შექმნას ქვეყანაში ჯანსაღი და ფინანსურად სტაბილური საცხოვრებელი გარემო. ამ გზაზე კი ევროკავშირისა და პარტნიორი ორგანიზაციების როლი არსებითია.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way