USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეების დაკავებას და დაპატიმრებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ
дата:  725

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გუშინ, გლდანში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეებისა და დანაშაულის ორგანიზატორების დაკავებას, ასევე, დაპატიმრებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დეპუტატზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზი გუშინ, საკრებულოში კრიტიკული აზრის გამო დაწყებული ინციდენტი იყო.

„გუშინ, ყველა ერთად გავხდით უმძიმესი დანაშაულის მოწმეები. „ქართული ოცნების“ „ტიტუშკების“, პოლიციის, სუს-ის „ნასეტკების“ მონაწილეობით ვნახეთ დანაშაულებრივი თავდასხმა, უმოწყალოდ სცემეს საკრებულოს დეპუტატი. საზოგადოება, კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი საკრებულოში გამოდის და ითხოვს, დაისაჯოს რუსეთის აგენტი ფარცხალაძე; რომელიც ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს რუსული მმართველობა, მზად არიან, სახლთან დახვდეს სუს-ის 40-მდე აგენტი, „ნასეტკა“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების, მშობლების თვალწინ. რომ არა კახი კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალები, ლაჩრები, არაადამიანები, არაკაცები ამას ვერ გაბედავდნენ. არაერთი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა ხდება და ამაზე პასუხს არავინ აგებს. ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც საკრებულოში დაიწყო, ეს ყველაფერი კრიტიკულ აზრს მოჰყვა, ამიტომ კითხვები გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, ასევე კითხვები გვაქვს სუს-თან, პოლიციასთან, კახი კალაძესთან. მოვითხოვთ, დაისაჯონ არა მხოლოდ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეები, არამედ დაისაჯონ დამკვეთები და ორგანიზატორები, რომლებიც უნდა ვეძებოთ „ქართულ ოცნებაში“, სუს-სა და პოლიციაში. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გუშინ დაპატიმრებული ადამიანები - ზვიად კუპრავა, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე. ეს ადამიანები დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაუჩნდათ კითხვები, სად იყო პოლიცია, როდესაც იკრიბებოდნენ ადამიანები და თავდასხმის ორგანიზება ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати