USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
თბილისის საკრებულოს განმარტება სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში შეტანილ ცვლილებებზე
дата:  493

თბილისის საკრებულო „ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეფუძნა და აღნიშნული ცვლილებები 18 წლამდე შშმ პირებისთვის საცნობი ნიშნის გასაცემად საჭირო დოკუმენტების წარდგენას არ შეხებია. შესაბამისად, არასრულწლოვანების კანონიერი წარმომადგენლები საცნობი ნიშნის მისაღებად სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ისევ იმ დოკუმენტებს წარადგენენ, რომლებსაც საკრებულოს მიერ განხორციელებული ცვლილების ამოქმედებამდე წარადგენდნენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და განვმარტოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცვლილებები სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ შესაბამის დადგენილებაში განხორციელდა და დაეფუძნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნისთვის შესაბამისი პირები ერთმანეთთან გათანაბრებულნი უნდა იყვნენ არა მათთვის მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, არამედ სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის რეალური საჭიროების მიხედვით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომლის ქმედუნარიანობის შეზღუდვა გამოხატულია მნიშვნელოვნად ან ზომიერად, შესაძლებელია აღენიშნებოდეს იმგვარი ფიზიკური შეზღუდვა, რომელიც საჭიროებს გადაადგილებისთვის / პარკირებისთვის სპეციალური პირობების შექმნას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდა საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, წესის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საკრებულო აცხადებს, რომ ცვლილებები არასრულწლოვანებზე საცნობი ნიშნის გაცემის წესს (მე-11 მუხლის მეორე პუნქტს) არ შეხებია და შესაბამისად ის დარჩა უცვლელი.

„სრულწლოვანებზე საცნობი ნიშნის გაცემის წესი კი შეიცვალა ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით და ნაცვლად მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე შშმ პირებისა, მიეთითა შესაბამისი სამედიცინო ცნობით დადასტურებული პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის გადაადგილების შეზღუდვის მქონე შშმ პირებზე საცნობი ნიშნის გაცემის უფლებამოსილება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ცვლილების თანახმად, კიდევ უფრო გაფართოვდა იმ შშმ პირთა წრე, რომლებსაც სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობა შეეძლებათ“, - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати