USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
Date:  634

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ  ნინო რუხაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ნინო რუხაძემ  პრეზენტაციის დაწყებისას აღნიშნა, რომ  2019 წლიდან  ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) წევრი და ვიცე-პრეზიდენტია. ამავდროულად, ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესში (UCLG) ათეა-ს  დელეგატი. ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის მიზანი კი  საქართველოს მუნიციპალიტეტების, როგორც ევროპული მუნიციპალიტეტების ოჯახის განუყოფელი ნაწილის, პოზიციონირება და საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.

საკრებულოს წევრმა ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში ჩართულობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით საბჭოს მიზანია უზრუნველყოს თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ნინო რუხაძემ ყურადღება გაამახვილა უკრაინელი დევნილების მხარდაჭერის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში ჩართულობაზე. როგორც მან აღნიშნა  თბილისში უკრაინელი დევნილების მასობრივი შემოდინების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების დროული მოგვარების მიზნით თბილისის საკრებულოსთან შეიქმნა უკრაინელი დევნილების მხარდაჭერის საკოორდინაციო საბჭო.  საბჭოს შემადგელობაში შედიოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და მოხალისეები, რომლებიც ადგილზე მუშაოდნენ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

ანგარიშის წარდგენისას ნინო რუხაძემ  საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით აქტიურად იყო ჩართული  სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, აგრეთვე სხვადასხვა სახის აქტივობებში, რომელთა მიზანი გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.  

წლიური ანგარიშის პრეზენტაციას საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way