თბილისის საკრებულოს მერვე მოწვევის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბექა დავითულიანი აირჩიეს, მეორე მოადგილედ თინათინ ნიბლოშვილი, ხოლო მესამე მოადგილის პოსტს ლევან ჯაფარიძე დაიკავებს.
სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძე წინა — მეშვიდე მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა დაიკავა, აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
დიპლომატიურ კარიერაში, 2017-2021 წლებში ზურაბ აბაშიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2012–2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.