USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და თბილისის მერის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
თარიღი:  

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და თბილისის მერის კახა კალაძის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა. მან საზოგადოებას ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და განახადა, რომ სიმბოლურია, რომ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას საკრებულოში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში შეეგებნენ.

დედაქალაქის მერმაც ანგარიშის წარდგენამდე საქართველოს მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. კახა კალაძემ  ანგარიშის წარდგენისას იმ ძირითად რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც დედაქალაქში განხორციელდა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საკრებულოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კახა კალაძემ საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა.

რაც შეეხება დედაქალაქის ბიუჯეტს, 2024 წლის თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის  მოცულობა  1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 632 132,6 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 131 222,1 ათასი ლარით, ხოლო 2024 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 700 912,4 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია 62 442,3  ათასი ლარით. აღნიშნული არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კაპიტალური ტრანსფერი.

2024 წლის ბიუჯეტით ასიგნებები შემდეგ პრიორიტეტებზე მიიმართება :

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

საკრებულოს წევრებმა სხდომის ბოლოს პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის