USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის საკრებულომ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
თარიღი:  925

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან,  კახაბერ ლაბუჩიძესთან ერთად, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სააგენტოს მხრიდან მემორანდუმს ხელი ამავე სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერა.

შეთანხმების თანახმად, მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დედაქალაქის საკრებულოში დასაქმებულ პირთათვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცებასთან დაკავშირებული ერთობლივი სატრენინგო, სასემინარო პროგრამების შემუშავებასა და  სერტიფიკატების გაცემას.

 "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით გვსურს, მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირებისთვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. ვფიქრობთ, სააგენტოსთან ამ ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია თბილისის რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის. ასევე გვსურს, ეს მემორანდუმი, სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის წარმატებულ და სანიმუშო პროექტად ვაქციოთ", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს  იმ პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, რომლებიც რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, რელიგიის თავისუფლებასთან და თბილისის რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებასთანაა დაკავშირებული.

 მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი სამუზეუმო და ფოტო-ვიდეო მასალების ექსპოზიციასა და  ტურისტული მარშრუტების გზამკვლევების გამოცემა-პოპულარიზაციას.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის