USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის საკრებულომ 19 ქვეყნის, 41 უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
Date:  494

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105- წლისთავისადმი მიძღვნილი  საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში  დღეს დედაქალაქის საკრებულომ 19 ქვეყნის 41 უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრაზე, რომელიც უმრავლესობის წევრის, ნინო რუხაძის, ინიციატივით გაიმართა,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტს შორის  თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისს პერსონალის მეხუთე საერთაშორისო  კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ. სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ მიმართეს. 

როგორც ნინო რუხაძემ განაცხადა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად  თანამშრომლობს და ესთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„დღევანდელი ღონისძიება თსუ-ს 105 წლის იუბილეს ეძღვნება. მოხარული ვარ, რომ მუნიციპალიტეტსა და თსუ-ს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის საძირკველი ჩაიყარა და ამ მნიშვნელოვან თარიღს ასეთი კარგი ამბით აღვნიშნავთ. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებულია და მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა ნინო რუხაძემ.

თბილისის საკრებულოსა და უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმაც ისაუბრა, რის შემდეგაც სტუმრებს სიტყვით,  თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ მიმართა. ირმა გრძელიძის თქმით,   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა ძალიან წარმატებულია.

ღონისძიების  შემდეგ სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way