USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის რომელ უბნებშია ბინები ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი?
Date:  681

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

 მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).

 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, ბინებზე ფასი 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით არის გაზრდილი.

2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1 კვ.მ.-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთი იყო:

მთაწმინდა - 5 578 ლარი;

ვაკე - 4 866 ლარი;

საბურთალო - 3 837 ლარი;

კრწანისი - 3 585 ლარი;

ჩუღურეთი - 3 473 ლარი;

დიდუბე - 3 446 ლარი;

ნაძალადევი - 3 383 ლარი;

ისანი - 3 338 ლარი;

გლდანი - 3 200 ლარი;

სამგორი - 3 041 ლარი.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way