'თბილისი პოსტმა" დაუსვა შეკითხვა ხელოვნურ ინტელექტს თუ თბილისის რომელ უბნებს თვლის ის ყველაზე პრობლემურად, ურაბანული თვალსაზრისით.
გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის პასუხს უცვლელად:
"- გამარჯობა. თბილისის რომელ უბნებს თვლი ყველაზე პრობლემურად, ურაბანული თვალსაზრისით?
- თბილისში ურბანული პრობლემები მეტწილად ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და მწვანე სივრცეების ნაკლებობითაა გამოწვეული. თბილისში რამდენიმე უბანია, რომლებიც ურბანული თვალსაზრისით პრობლემური ითვლება. თბილისის ურბანული პრობლემების უკეთ შესასწავლად, გამოვყოფდი შემდეგ პრობლემურ უბნებს:
თბილისში არსებული უბნები კონკრეტულ გამოწვევებს აწყდებიან, რაც ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საკმარისი მწვანე სივრცეების გარეშე, ქალაქი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის აუცილებელ სტანდარტებს. რეკომენდებულია ურბანული პოლიტიკის და პროექტების გაზრდა, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და მწვანე სივრცეების გაუმჯობესებაზე."
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/