USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდებათ ელექტრომომარაგება 7 ნოემბერს?
Date:  289

თელასის განცხადებით გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება 

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), რკინიგზის  სადგურის მიმდებარე ტერიტორიის,  თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, რკინიგზის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), გროზნოს, ზაზიაშვილის, პალიასტომის,  ფიროსმანის, თევდორე მღვდლის, ჩუბინაშვილის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის,  ნორიოს, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, კიკვიძის, მიჩურინის, ართვინის, ქინქლაძის, თეთნულდის, მაიაკოვსკის, აგლაძის, ქუთაისის, დონდუას, მარუაშვილის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, კოსმონავტების, ჩხიკვიშვილის, გოგოლის,  ჩიტაიას და კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბასთუმნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ),  საბანაკოს დასახლების, ამირეჯიბის, ნანეიშვილის, ონიანის, მიქელაძის, ანწუხელიძის,  არველაძის, მებაღიშვილის, წალენჯიხის, ჯორჯ ბუშის, შერვაშიძის, ხაჩატურიანის,  აფანასიევის, დურმიშიძის, მელიქიშვილის, თოლენჯის, ყვარლის, იოსებ  რატილის, ხომერიკის, გეზათის და მესხეთის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის,   ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის, შანდორ პეტეფის, ხომლელის, მხარგრძელის და  ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას და ხვიჩიას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, თიანეთის, ბუაჩიძის, სიხარულიძის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ქიქოძის, ლეონიძის, მაჩაბელის, ლერმონტოვის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, აბესაძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ლესელიძის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way