USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდებათ ელექტრომომარაგება 5 აგვისტოს?
Date:  617

სხვადასხვა სამუშაოების გამო 5 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეტრიწის, სვანიშვილის, ქარსელაძის, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ტირიფები, მუხის, ლისის, თუთის და ავთო ვარაზის  ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, კაჩინსკის და შორაპნის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, ცუცხვათის, ზურაბიშვილის და გარეკახეთის ქუჩებისმოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, შავნაბადას, ცურტაველის, მერჩულეს და სოღანლუღის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის და ფრისის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მანჯგალაძის, მახალდიანის, ჩოხატაურის, ზაქარაიას, ტყეკულტურის, სოლომონ ქურდიანის, ლალიონის, მიხეილ მესხის, ღუდუშაურის, ჩხიკვაძის, ხიმშიაშვილების, არგვეთის, მანგლისის, ტყეშელაშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის, სტურუას, ციხისძირის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მანჯგალაძის და მახალდიანის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ზაარბრიუკენის მოედნის, ხეთაგუროვის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტოლსტოის, მოსე თოიძის, ბუხაიძის, გედევანიშვილის, გამცემლიძის, ბურების, ახვლედიანის, ნეკრასოვის, ურიცკის, ტირიფონის, ანთელავას, შურდულის, ჯავახიშვილის, დოქის, ჩაისუბნის, ფშავის, გოგიბერიძის, სულიაშვილის, ნინო ჩხეიძის, ჟორდანიას, კუმისის, მჭედლიშვილის, გუმბრის და სამრეკლოს ქუჩების  მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way