USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდებათ ელექტრომომარაგება 14 აგვისტოს?
дата:  442

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი  დიღმის IV მიკრორაიონის,  ფარნავაზ  მეფის  გამზირის, მირიანაშვილის, სვანიშვილის,  თავდადებულის,  ქარსელაძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV, V მიკრორაიონების, სოფელი ლისის, მხატვრების დასახლების, ფერმწერთა, ტაბიძის,  დათუაშვილის, ქანთარიას, ბანძელაძის, ლეო და ნოდარ  გაბუნიების, კაპანელის, ვარაზის, ჩარკვიანის, თევდორე მხატვრის, ინტენსიფიკაციის,  ხომლის,  ჭილაიას,  ლევან  ასათიანის და  ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი  გაბრიელ სალოსის  გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან  ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის გამზირის (ნაწილობრივ),  სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, მახათას აღმართის, აბასთუმნის,  თევდორე მღვდლის, რეხის და  მამულაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ჯავახეთის და მელიქიშვილის ქუჩების  მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის  გამზირის (ნაწილობრივ) და ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IV, IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების,   გლდანის IIIა, VII მიკრორაიონების, გლდანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მწვანეს, წმინდა ნინოს და ქერჩის  ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати