USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ ელექტროენერგია 28 აპრილს?
дата:  413

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ),  ნუცუბიძის  პლატოს I,  II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ბოტანიკური ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიის, ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაძეების, რამაზ ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ირინა ენუქიძის, ნუცუბიძის, ქავთრაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, გამრეკელის, გაბაშვილის, უნივერსიტეტის, შავგულიძის, ირაკლი გამრეკელის და იოსელიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის, შროშის, მცხეთის, ბარნოვის, კეკელიძის, ქუთათელაძის, ჯანაშვილის,  შატბერაშვილის, ნაფარეულის, ერისთავის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, კოსტავას (ნაწილობრივ),    ქუჩიშვილის და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის და სტანისლავსკის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავწავაძის, ძმები ზუბალაშვილების, ძმები კაკაბაძეების, ლაღიძის, კრწანისის, მეფე სოლომონის, ვანო სარაჯიშვილის, 8 მარტის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის (ნაწილობრივ), დაბა შინდისის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, პურის მოედნის,  დიდი ხეივნის (ნაწილობრივ), პირველი ხეივნის, მეორე ხეივნის, ახალი ხეივნის, გორგასალის, გულუას, კოსტავას, კრწანისის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, ჯიბლაძის, აბესაძის, ბეთლემის, ჩიხლაძის, აბო-თბილელის, ლერმონტოვის, ნიშნიანიძის, ცოლიკაურის, ტაბიძის, მეფისაშვილის, ბერძნის, კალანდაძის, გრიშაშვილის, მელქაძის, ნადიკვარის, შატაიძის, თაბორის, უსახელოურის და საბატონოს ქუჩების  მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟორდანიას, ჟვანიას, ზუბალაშვილების, აბაკელიას, ცხემის, მიხეილ ზიჩის,  კოტეტიშვილის,  ბესიკის და შევჩენკოს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, ათონელის, ფურცელაძის,  აბაშიძის, თაბუკაშვილის, გუდიაშვილის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, 9 აპრილის, მანჯგალაძის და  განათლების ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, გლდანი- მუხიანის გადასახვევის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, ხევძმარის, ვეკუას,   ხიზანიშვილის,  კორინთას,  შეშელიძის,  ხიზაბავრის, გობრონიძის,  ბრონშტეინის, უწერის, რეზო გაბაშვილის, იპოლიტოვ ივანოვას, გმირ კურსანტთა და რომან ჭელიძის ქუჩების  მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-ავშნიანის დასახლების, თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონების V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ძმები ჭილაშვილების, მონადირის, მუხრანის და ანაპის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს,  ქვემო მელითონეთა დასახლების, ქვემო მეტალურგის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, სამრეწველო დასახლების, საავიაციო ქარხნის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II, IV, V კვარტლების, წმინდა ბარბარეს უბნის, კახეთის ჩიხის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ვალოდია გოგუაძის, დათო ყიფიანის, ქინძმარაულის, ილია ბაბუციძის, ვახტანგ შანავას, ნაკადულის, რევაზ კვირიკაშვილის, ფილადელფოს კიკნაძის, ვალენტინ გიგინეიშვილის, ქინძმარაულის, იმედაძის, რევაზ კვირიკაშვილის, , ჯავახეთის,  ვლადიმერ აღნიაშვილის, დიმიტროვის, ბარბარეს, ნაკადულის, ემირ ბურჯანაძის, რევაზ მამისაშვილის, სერგო მელიას, გარდაბნის, თეკლა ბატონიშვილის, თამარის, დავით ყიფიანის, დოსითეოს ქუთათელის, გაიოზ რექტორის, მარია პერინის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, რევაზ კვირიკაშვილის, ალექსანდრე ალიხანაშვილის და გიორგი მდივანის ქუჩების მოსახლეობას.   

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати