USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ ელექტროენერგია 26 აპრილს?
дата:  526

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქართველიშვილის, იონა ვაკელის, დელისის, მეგრელიძის, ემანუელ აფხაიძის, ზემო დელისის, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ბახტრიონის, იყალთოს, კოსტავას, დემეტრე თავდადებულის, ბესარიონ ჟღენტის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, პაბლო პიკასოს და ბობ უოლშის ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რამიშვლის, კეკელიძის, მარაბდის, მარუხის გმირთა, შატბერაშვილის, ქობულეთის, ნინო ჟვანიას, მაყაშვილის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბესიკის, გრიბოედოვის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ლაღიძის, ზურაბ ჟვანიას, მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, ვეძინის, რიწის, ჭონქაძის და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ),.გორგასალის (ნაწილობრივ) და ორთაჭალის  ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მოსახლეობას.  

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ წინამძღვრიშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ლიბანის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიახვის, ბარალეთის, მიხაკო წერეთელის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV, V მიკორაიონების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების II, VII, VIII, X, XI ქუჩების, კალოუბნის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის, ზურაბ აბულაძის, კუპრაძის, ნაზი შამანაურის, სესილია თაყაიშვილის და დავით ჯავრიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), იოსებ და ლეონ ორბელების, ბუკისციხის, უზნაძის, ხარაბაძის, ზურაბ ბეგიაშვილის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბიძინა ნანეიშვილის, ჩოჩუას, დავით კვაჭანტირაძის, წალენჯიხის, გოჩა ონაშვილის, ზანდუკელის, კოპცოვის, ზაქარია მხარგრძელის, ანდღულაძის, სერგი ჯიქიას, მესხეთის, ანდრონიკაშვილის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, წულუკიძის, კირიაკ ზავრიევის, ანთიმოზ ივერიელის, ნათელა იანქოშვილის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გრომოვის, ზაქრაძის, ზაქარია ვეშაპურის, იონა მეუნარგიას, არჩილ ქურდიანის, სოლომონ ქურდიანის და გიორგი გურგენიძის ქუჩების მოსახლეობას. 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати