USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 9 აგვისტოს?
Date:  535

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ვლადიმერ ვორონინის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, თამაზ თოხაძის, ცაბაძის, ბათუმის, ცემის და ფიფია ეგნატესა და ვახტანგის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ქსნის, ფეიქართა და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ტრაქტორის, ცოტნე დადიანის, ხვინგიას, ეკა ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ვახტანგ ნინუას, ვანის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, თელავის, წინანდლის, კასპის, კობარეთის, ახმეტის, ავლიპ ზურაბიშვილის, ხახანაშვილის, აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის და კობარეთის ქუჩების მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, პეტრიწის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ნიკოლოზ შენგელაიას,  მამკოდის და დემნა შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way