დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ვლადიმერ ვორონინის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, თამაზ თოხაძის, ცაბაძის, ბათუმის, ცემის და ფიფია ეგნატესა და ვახტანგის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ქსნის, ფეიქართა და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ტრაქტორის, ცოტნე დადიანის, ხვინგიას, ეკა ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ვახტანგ ნინუას, ვანის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, თელავის, წინანდლის, კასპის, კობარეთის, ახმეტის, ავლიპ ზურაბიშვილის, ხახანაშვილის, აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის და კობარეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, პეტრიწის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ნიკოლოზ შენგელაიას, მამკოდის და დემნა შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.